ერთიანობა
წყარო: ღია საზოგადოების ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 28.05.2020
კონკურსის შესახებ:
პროექტის მიზანია ავარიდოთ პროექტის სამიზნე ჯგუფები კოვიდ ინფექციას და მისგან გამოწვეულ მძიმე შედეგებს. ასევე ავარიდოთ შიმშილის ზღვარზე მიყვანას ის ადამიანები, რომლებსაც COVID-19-ის ეკონომიკური ეფექტის გამო შესაძლებელია ეს რისკი დაუდგეთ. პლატფორმის საშუალებით www.1anoba.ge მოხდეს თანხების მოძიება და შეგროვება, როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე ბიზნესისგან იმისთვის რომ მოხალისეთა მობილიზების საშუალებით, დავეხმაროთ მარტოხელა მოხუცებს, სტატუსის მქონე მძიმე შშმ პირებს და მათ ოჯახებს და ასევე მარტოხელა დედებს, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მნიჭებული აქვთ ეს სტატუსი. მობილიზებული თანხებით მოხდება აღნიშნული ჯგუფის დახმარება (სურსათით და სხვა საჭირო ძირითადისაშუალებებით). მოხალისეების ჯგუფი დაკომპლექტებულია არაუმეტეს 3 ადამიანისგან, რომლების გადამზადებული იქნებიან, როგორც პირველადი დახმარების, ასევე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიცემული ინსტრუქციებით ეკიპირებასთან დაკავშირებით. ჯგუფებს ეყოლებათ სათადარიგო ბრიგადები. იმ შემთხვევაში თუ ერთი ჯგუფის რომელიმე წარმომადგენელი იქნება ინფიცირების ზონაში ან დაინფიცირებული, ჯგუფის სამივე მონაწილე გაეთიშება აქტივობას და შემოვა მეორე სათადარიგო ჯგუფი. გასაგზავნი პროდუქტი კონსოლიდირებულია სადისტრიბუციო კომპანიების სამაცივრე მეურნეობაში. ვთანამშრომლობთ პროექტთან soplidan.ge, რომელიც ამავდროულად 350 ფერმერისგან ყიდულობს პროდუქციას. ეს უზრუნველყოფს, როგორც ბიზნესის მდგრადობას, ასევე ფერმერებისთვის საშუალებას, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქტის რეალიზება. პროდუქცია დაფასოებული სტანდარტების მიხედვით გადაეცემა მოხალისეთა ჯგუფს შემდგომი დისტრიბუციისთვის.
წყარო: ღია საზოგადოების ფონდი