საგრანტო კონკურსი სოციალურ მეწარმეობაზე
წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 07.07.2020
- საიტზე დამატებულია
- 26.06.2020
კონკურსის შესახებ:
ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) იწვევს საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, აგრეთვე დამწყებ ბიზნესებს და/ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო-ები) მთელი საქართველოს მასშტაბით საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მონაწილეიბის მსურველებს უნდა გააჩნდეთ მკაფიო მიზნები სოციალური საწარმოს დაარსების ან სოციალური მეწარმეობის კონკრეტული მიმართულების განვითარების კუთხით საკუთარი ბიზნესის/საქმიანობის ფარგლებში, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს იგპ-ების ინტეგრაციას. აღნიშნული საგრანტო კონკურსი უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს პირდაპირ თუ ირიბად - საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას, წარმატებული კანდიდატებისთვის ბიზნესგრანტების გაცემის მეშვეობით.
საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების განვითარება / ჩამოყალიბებაზე იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოში.
გრანტის მიმღებთა წინასწარი შერჩევა და შერჩეული კანდიდატების დამტკიცება: 2020 წლის ივლისის ბოლო.
წინასწარი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 ივლისი 2020, საქართველოს დროით 17:00 საათამდე
კითხვა/პასუხის სესია: 30 ივნისი 2020, საქართველოს დროით 12:00 საათი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა შევსებული წინასწარი განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geo-drc@drc.ngo და თემის ველში მიუთითონ: "საგრანტო კონკურსი სოციალურ მეწარმეობაზე"
დამატებით ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
წყარო: http://jobs.ge