ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000735 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
10.08.2020
საიტზე დამატებულია
10.07.2020

კონკურსის შესახებ:

გაეროს განვითარების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაეხმაროს მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერებისა და სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლებაში იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში.

შევსებული განაცხადის დოკუმენტები ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: anna.kebadze@undp.org PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) და Word ფორმატებში. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითოთ: "Grants for CSOs".

საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 10 აგვისტო 2020 წ.

ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ განიხილება.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=67668.


წყარო: http://jobs.ge