საგრანტო კონკურსი
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.07.2020
- საიტზე დამატებულია
- 10.07.2020
კონკურსის შესახებ:
საია აცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად .
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწვევს ადგილობრივ თვითმმართველობას და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო კონკურსი ცხადდება "პური მსოფლიოსათვის-პროტესტანტული განვითარების სამსახურის" მიერ დაფინანსებული პროექტის "ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას საქართველოში, ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობას და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად. აღნიშნულის მისაღწევად საია დააფინანსებს 1 მცირემასშტაბიან, განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს, რომლითაც საქართველოს რომელიმე რეგიონში მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: ლინკი
წყარო: http://jobs.ge