ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000743 დასრულებული

კონკურსი სამაცივრე აგრეგატების, სამშენ. მასალების შეძენაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
22.07.2020
საიტზე დამატებულია
10.07.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სამაცივრე აგრეგატები და სამშენებლო მასალები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია სენდვიჩ პანელებზე, სამაცივრე აგრეგატებზე, დამატენიალებელსა და ნახშირორჟანგის კონტროლის სენსორული სისტემის კომპლექტზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 3 აგვისტომდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 24 აგვისტო.
მიწოდების ადგილი: სოფელი თორტიზა, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ოთხ ლოტად:

ლოტი #1: სენდვიჩ პანელები
ლოტი #2: სამაცივრე აგრეგატი
ლოტი #3: დამატენიანებელი
ლოტი #4: ნახშირორჟანგის კონტროლის სენსორული სისტემის კომპლექტი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22 ივლისი, 2020 წ.


წყარო: http://jobs.ge