ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000746 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ტურიზმის განვითარების ინიციატივებისათვის

წყარო: ავსტრიის განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
03.08.2020
საიტზე დამატებულია
17.07.2020

კონკურსის შესახებ:

პროექტი "მწვანე ეკონომიკა - მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)", რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) პროექტ გრეტას ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების ინიციატივების (TDI) ხელშესაწყობად.

განხილულ იქნება მხოლოდ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საპროექტო განაცხადები.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ინდივიდუალური მეწარმეებს; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს; კოოპერატივებს და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაფუძნებულ მოგებაზე ორიენტირებულ სხვა იურიდიული პირებს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაფუძნებულ სხვა არაკომერციულ იურიდიულ პირებს. კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევვაში ან მის შედეგად დარეგისტრირდება იურიდიულ პირად.

პროექტის აქტივობების 75% უნდა განხორციელდეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, საჩხერე, ჭიათურა).

საზოგადოებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტივობები, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება უნდა უკავშირდებოდეს პროექტის სამიზნე რეგიონების მარკეტინგს და ემსახურებოდეს მდგრადი ტურიზმის განვითარებას.

პლიკანტის თანამონაწილეობა შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს და თითოეულ აპლიკანტს აქვს 5 000 დან 50 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების საშუალება.

მიღებული გრანტით პროექტის განხორციელების შესაძლებელია 6 თვიდან 24 თვემდე. ტურიზმის განვითარების ინიციატივის დასრულების თარიღია 2022 წლის 30 სექტემბერი.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 3 აგვისტო, 18:00 (თბილისის დროით). საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ შემოტანილი განაცხადები არ მიიღება.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებათ მიყევით ბმულს Expression of Interest (EoI) form online [LINK].

ინტერესის გამოხატვის შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ 20.07.2020 18:00-მდე (თბილისის დროით) შემდეგ მეილზე greta@ada.gv.at სათაურით "ტურიზმის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა".

აპლიკანტის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება 24.07.2020 18:00 -დე (თბილისის დროით) ან მიმართეთ ტურიზმის კომპონენტის მენეჯერს თამარ ჭელიძეს 591 44 83 02 (ორშაბათი-ხუთშაბათი 09.00-13.00).


წყარო: regmarket.ge