ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000755 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: ევროპის ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
25.09.2020
საიტზე დამატებულია
08.08.2020

კონკურსის შესახებ:

ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ევროპის ფონდმა ახალი პროგრამის - საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა ცვლილებებისათვის, განხორციელება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტების, მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) და სამოქალაქო აქტივისტების მხარდაჭერას, ქვეყანაში სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილებასა და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენაში

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://bit.ly/38RlmZk.

საგრანტო კონკურსი უფასო იურიდიული დახმარება საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობისთვის

განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 25 სექტემბრის 17:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Media Legal Defense).

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.


წყარო: http://jobs.ge