ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000773 დასრულებული

საგრანტო კონკურსი სამაცივრე მეურნეობების მოწყობაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
28.02.2021
საიტზე დამატებულია
04.09.2020

კონკურსის შესახებ:

USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", აცხადებს საგრანტო კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში. (იხილეთ დანართი ბ - პროექტი ზრდა-ს სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).

პროექტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის 10-მდე სამაცივრე მეურნეობის მოწყობას ან სანამ არ ამოიწურება საგრანტო კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა, რომელიც დამოკიდებულია შემოსულ განაცხადებში მოთხოვნილი ზრდა პროექტის სუბსიდირების ზომაზე

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, ან რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობა და გაწიონ ფინანსური და არაფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის # 115-3006-004-S-2020.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა. დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ამოიწურება კონკრეტული საგრანტო კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა, "ზრდა" აღარ დააფინანსებს განაცხადებს, შესაბამისად განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადის თარიღიც შეიცვლება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.


წყარო: http://jobs.ge