საგრანტო კონკურსი დევნილთა ბიზნესებისთვის
წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.10.2020
- საიტზე დამატებულია
- 08.10.2020
კონკურსის შესახებ:
"ლტოლვილთა დანიის საბჭო" (ლდს) აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის დასაქმებისა და უნარების განვითარების შესაძლებლობების ზრდა, იძულებით გადაადგილებული პირების მფლობელობაში ან თანამფლობელობაში არსებული მომგებიანი, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერის მეშვეობით.
მიმდინარე მოწვევა საპროექტო განაცხადების წარდგენაზე უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას, შერჩეული ბინზესებისთვის გრანტების გაცემის მეშვეობოთ.
საგრანტო კონკურსის გამოცხადების სრული ტექტსი და ასევე განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილებში ასევე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: geo-drc@drc.ngo
გრანტის მიმღებთა წინასწარი შერჩევა და გადარჩეული პრეტენდენტების დამტკიცება: 2020 წლის ნოემბრის ბოლო.
წინასწარი განაცხადების წარდგენა: დაინტერესებულ აპლიკანტებს შევსებული წინასწარი განაცხადის ფორმის წარდგენა შეუძლიათ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისებში, შემდეგ მისამართებზე: 1) 8 მარტის ქუჩა #1, ზუგდიდი; 2) 37დ, ჭავჭავაძის გამზირი, მესამე ბინა, პირველი სართული, თბილისი; 3) ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geo-drc@drc.ngo
წყარო: http://jobs.ge