საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად
წყარო: People In Need
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.10.2020
- საიტზე დამატებულია
- 08.10.2020
კონკურსის შესახებ:
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" (PIN) აცხადებს კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად, რეგიონული პროექტის "COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამა 2020-2022" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.
თუ თქვენ:
1. წარმოადგენთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს
2. მუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:
** სოციალური მომსახურების
** უფლებათა დაცვის
** განათლების სფეროში და
** ეკონომიკური აღდგენა
3. თქვენს სამიზნე აუდიტორიას კი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოფლად და რაიონული ცენტრიდან მოშორებულ მცხოვრებ, იძულებით ადგილნაცვალ და მოწყვლად ოჯახებს.
4. თუ გსურთ შეამციროთ COVID-19-ით გამოწვეული ზიანი შემდეგ თქვენს სამოქმედო გეოგრაფიულ არეალში,
მაშინ ეს თქვენი შესაძლებლობაა!
დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტებში, ან ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.pin.ge/
საპროექტო განაცხადის ფორმის და შესაბამისი დოკუმენტების ნაკრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ოქტომბერი, ელექტრონულ მისამართზე: geo.covid@peopleinneed.cz
გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ: "COVID-19 Solidarity Programme - Round 2".
წყარო: http://regmarket.ge