ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000793 დასრულებული

მიკრო და მცირე მეწარმეობა 2020

წყარო: აწარმოე საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
25.10.2020
საიტზე დამატებულია
17.10.2020
  • პროგრამის პირობები

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

    • არ არის საჯარო მოხელე
    • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
    • აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა
    • პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 5%
    • პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 25%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 15%.
    • ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის გრანტის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების მინიმუმ 90% უნდა იქნას გამოყენებული ძირითადი საშუალებების, ხოლო 10% საბრუნავი საშუალებების შესაძენად

  • პროგრამის ეტაპები

    პროგრამაში მონაწილეობა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

    • ბიზნესიდეების განაცხადების მიღება
    • ბიზნესიდეების განაცხადების გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა
    • ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნესგეგმის შედგენაში
    • ბიზნესგეგმების მიღება
    • ბიზნესგეგმების შეფასება
    • გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან
    • დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან
    • ბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება
    • ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი
    • ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა
    • თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი
    • დამატებითი ტრენინგები
    • ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი
    • ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი
  • პრიორიტეტული საქმიანობებია:
  • პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი საქმიანობები:

    • ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები
    • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი
    • მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები
    • ახალი ბიზნესის წამოწყება
    • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
    • სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება
    • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება
  • პროგრამის ტერიტორიული ერთეულები

    პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რეგიონები გაერთიანებულია სამიზნე ლოტებში, რომლებიც განსაზღვრულია პროგრამის სამიზნე ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.

    ლოტი 1- აჭარა გურია, სამეგრელო ზემო სვანეთი

    ლოტი 2 - კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი

    ლოტი 3 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

    ლოტი 4- სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი

    ლოტი 5 - თბილისი

  • პროგრამის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციები

    ლოტი 1 - საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები

    ოფისის მისამართი:

    ცხელი ხაზი: 599 20 40 10

    ლოტი 2 - თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი

    ოფისის მისამართი:

    ცხელი ხაზი: (032) 2 22 45 32

    ლოტი 3 - საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები

    ოფისის მისამართი:

    ცხელი ხაზი: 558 03 03 04

    ლოტი 4 - საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები

    ოფისის მისამართი:

    ცხელი ხაზი: 557 055 111

    ლოტი 5 - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

    ოფისის მისამართი:

    ცხელი ხაზი: (032) 2 99 04 43 ; (032) 2 92 28 39

    • აჭარა - ბათუმი, გორგილაძის #2
    • სამეგრელო - ზემო სვანეთი - ზუგდიდი, აღმაშენებლის 50
    • გურია - ოზურგეთი - 9 აპრილის ქუჩა #6
    • მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, აღმაშენებლის ქ. 27, I სართული, ოთახი 1
    • კახეთი - თელავი, ვარდოშვილის ქ. 8, II სართული, ოთახი 1
    • შიდა ქართლი - გორი, ზ. ანტონოვის ქ. 5, I სართული, ოთახი 1
    • იმერეთი - ქუთაისი, კოსტავას 9
    • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ვანო კობახიძის 7
    • სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, მანველიშვილის ქ. N 20
    • ქვემო ქართლი - რუსთავი - ქ. რუსთაველის 27
    • თბილისი - მთაწმინდა-კრწანისის რაიონი, ვახტანგ ორბელიანის ქ. 35