ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000837 დასრულებული

სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსების პროგრამა

წყარო: აწარმოე საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
11.03.2020
საიტზე დამატებულია
17.12.2020

კონკურსის შესახებ:

მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • წარმოება და გადამუშავება (გარდა სოფლის მეურნეობისა);

  • სასტუმრო ინდუსტრია;

  • საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფერო;

  • ტურისტული სერვისები.

მოკლე აღწერა:

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა.

ბენეფიტები:

  • დამტკიცებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს +3%, 36 თვის განმავლობაში;

  • დამტკიცებული ლიზინგის საგნის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს +5%, 36 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: სესხის/ლიზინგის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი.

მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ფინანსდება:

    • კომერციული ბანკის სესხის შემთხვევაში: ძირითადი და საბრუნავი საშუალებები (დამტკიცებული სესხის არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებებისთვის);

    • ლიზინგის შემთხვევაში: ძირითადი საშუალებები.

  • ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში;

  • საქმიანობის სფერო უნდა ხვდებოდეს პრიორიტეტთა ნუსხაში: ტექსტილი, ტანსაცმელი, ტყავის და მასთან დაკავშირებული ნაწარმი, ხის დამუშავება, ავეჯი, ქაღალდის ნაწარმი, კომპიუტერები და ელექტრონული პროდუქცია, ელექტრონული მოწყობილობები, ქიმიკატები და ქიმიური პროდუქტები, რეზინა და პლასტმასის ნაწარმი, მანქანები და მოწყობილობები, თევზჭერა, ლაბორატორიები და ა.შ. საქმიანობების დეტალური სია წარმოდგენილია მიმაგრებულ ფაილში, რომელიც შედგენილია საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) მიხედვით;

  • წარმოების დაწყება უნდა მოხდეს, ახალი ლიზინგის/კრედიტის საგნის გაცემიდან:

    • 36 თვის განმავლობაში - ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში;

    • 24 თვის განმავლობაში - არსებული საწარმოს შემთხვევაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;

  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;

  • ბანკის / სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია;

  • სალიზინგო პროექტი და წერილი სალიზინგო კომპანიის მიერ დამტკიცებული ლიზინგის საგნის შესახებ;

  • საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრებაში არსებული ქონება, ან დარეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.

ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.


წყარო: E-Platform