საგრანტო კონკურსი კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.01.2021
- საიტზე დამატებულია
- 07.01.2021
კონკურსის შესახებ:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს საგრანტო კონკურსს კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)" ფარგლებში.
კონკურსის მიზანია, აღნიშნული ორგანიზაციების გააქტიურება სხვადასხვა მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობის/ხარისხის გაუმჯობესებაში, კონკრეტული პრობლემის აქტუალიზაციით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გადაჭრის გზების შეთავაზებით, საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებითა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებით.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 16 გრანტი. თითოეული გრანტის მინიმალური მოცულობაა 1 500 (ათას ხუთასი), ხოლო მაქსიმალური - 2 000 (ორი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარადგინონ 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: salome.sichinava@ctc.org.ge და წერილის ველში ("Subject") მიუთითეთ ორგანიზაციის სახელწოდება და "Advocacy Grants_MUSQAT".
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, 2021 წლის 6 იანვარს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე გაიმართება ვებინარი პლატფორმა "ზუმის" (zoom.us) გამოყენებით. ვებინარზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/86888044176 ან გამოიყენეთ შეხვედრის ID: 868 8804 4176
წყარო: http://regmarket.ge