საგრანტო კონკურსი
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.01.2021
- საიტზე დამატებულია
- 20.01.2021
კონკურსის შესახებ:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს საგრანტო კონკურსს კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)" ფარგლებში.
კონკურსის მიზანია, აღნიშნული ორგანიზაციების გააქტიურება სხვადასხვა მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობის/ხარისხის გაუმჯობესებაში, კონკრეტული პრობლემის აქტუალიზაციით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გადაჭრის გზების შეთავაზებით, საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებითა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებით.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 16 გრანტი. თითოეული გრანტის მინიმალური მოცულობაა 1 500 (ათას ხუთასი), ხოლო მაქსიმალური - 2 000 (ორი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარადგინონ 2021 წლის 24 იანვრის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: salome.sichinava@ctc.org.ge და წერილის ველში ("Subject") მიუთითეთ ორგანიზაციის სახელწოდება და "Advocacy Grants_MUSQAT".
წყარო: http://jobs.ge