ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის
წყარო: APM Terminals
- განაცხადის ბოლო ვადა
- 18.04.2021
- საიტზე დამატებულია
- 06.04.2021
კონკურსის შესახებ:
პროგრამა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ მიზნად ისახავს ქ. ფოთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება (არაუმეტეს 4000 ლარისა) და გაიუმჯობესონ ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ფოთში 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ფოთის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება წვდომა სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.
პროგრამა ფინანსდება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ
პროგრამას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ექსპორტის განვითარების ასოციაცია
ბიზნეს იდეის განაცხადის შევსების წესი
-
ბიზნეს იდეის განაცხადი ივსება მხოლოდ ელექტრონულად
-
განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე
-
ხელნაწერი ან/და დასკანირებული განაცხადები არ მიიღება
-
განაცხადის შევსების ბოლო ვადა არის 18 აპრილი, 2021
ბიზნეს განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე
პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო კრიტერიუმები და პრიორიტეტული უფლებები
ხარჯების მიზნობრიობა და შესყიდვის წესი
წყარო: APM Terminals