ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000909 დასრულებული

საგრანტო კონკურსი კოოპერატივებისთვის გურიის რეგიონში

წყარო: CNFA

განაცხადის ბოლო ვადა
26.04.2021
საიტზე დამატებულია
13.04.2021

კონკურსის შესახებ:

ორგანიზაცია CNFA, G-HIP პროექტის ("პროექტი") მეშვეობით იწყებს განაცხადების მიღებას საკონკურსო გრანტების პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან (GHGA) წევრი გაერთიანებების ან მწარმოებელთა გაერთიანებების/კოოპერატივებისთვის გურიის რეგიონში თხილის სარჩევი, საშრობი და შემნახველი მცირე საწარმოს (HDS) შესაქმნელად.

გრანტები გაიცემა და შესაბამისი პროექტები განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ-ის მთავრობისა და G-HIP-ის რეგულაციებისა და გრანტების მართვის პოლიტიკისა და შიდა პროცედურების შესაბამისად.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 26 აპრილი. განაცხადების განხილვა და შეფასება მოხდება განაცხადის მიღების დროს, ვადის ამოწურვამდე.

დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დამატებითი განმარტებები მათთვის საინტერესო კითხვებზე, აგრეთვე ინსტრუქციები დანართ A-ში მოცემული განაცხადის ფორმის შესახებ. ელ.მისამართზე info@georgiahip.org ან G-HIP-ის ოფისში მისამართზე: თბილისი, კოსტავას #47, ოთახი 26, ტელ: 032 2 98 22 32.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.


წყარო: http://regmarket.ge