საგრანტო კონკურსი
წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.05.2021
- საიტზე დამატებულია
- 18.05.2021
კონკურსის შესახებ:
მოწვევა სილამაზის და კოსმეტიკის სალონების ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.
ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა და პატიოსნება.
2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს "ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის ", რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.
ინფორმაცია მოთხოვნილ სერვისზე:
ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს სილამაზის და კოსმეტიკის სალონების ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2
შემოთავაზების ნომერი: PR_00149615
გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 17 მაისი
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მაისი
დახურვის დრო: 24:00
მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
** ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
** დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
** მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
** მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
** ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 31.05.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00149615 და კომპანიის დასახელება.
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.tchotchua@drc.ngo არა უგვიანეს 28.05.2021
შეფასების კრიტერიუმი:
** შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
** უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად.
ანგარიშსწორება:
ანგარიშსწორება მოხდება მოთხოვნილი ნივთების მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
წყარო: http://jobs.ge