კონკურსი საგრანტო ნივთების ფასთა კვოტირებაზე
წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 18.06.2021
- საიტზე დამატებულია
- 14.06.2021
კონკურსის შესახებ:
ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.
საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა და პატიოსნება.
2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს "ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის", რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.
ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ლდს იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე 3 ლოტად (28 დასახელების 31 ცალი აღჭურვილობა):
** LOT 1 სამზარეულოს ტექნიკა - სასაცხობე/სარესტორნო დანადგარები
** LOT 2 სამზარეულოს ტექნიკა - ელექტრონული მოწყობილობები
** LOT 3 მცირე ზომის დანადგარები ღვინის წარმოებისთვის
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.
** შემოთავაზების ნომერი: PR_00154671
** სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 11 ივნისი
** სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 21 ივნისი
** სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:
1. ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
2. დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
3. მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
4. მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
5. ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 21.06.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00154671
კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.tchotchua@drc.ngo არა უგვიანეს 18.06.2021.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები.
წყარო: http://jobs.ge