ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000974 დასრულებული

კონკურსი საგრანტო ნივთების ფასთა კვოტირებაზე

წყარო: ლტოლვილთა დანიის საბჭო

განაცხადის ბოლო ვადა
20.08.2021
საიტზე დამატებულია
10.08.2021

კონკურსის შესახებ:

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს დასუფთავების სერვისის ბიზნესებისთვის შესაძენი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2:

** შემოთავაზების ნომერი: PR_00158935
** გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 10 აგვისტო
** წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 აგვისტო
** დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

** ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
** დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
** მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
** მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
** ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 20.08.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_ 001589351 და კომპანიის დასახელება.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: levan.khvichia@drc.ngo ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 599 14 52 53


წყარო: http://jobs.ge