“ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის
“ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის და „ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეის გამოუშვებს. აღნიშნული bm.ge-ს “აიდიეს ბორჯომშიც” დაუდასტურეს.
ახალი პროდუქტი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის დასატენიანებლად წელიწადის ყველა დროს. ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეი აფთიაქებსა და დიდ სუპერმარკეტებში, თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში გაიყიდება. ახალი პროდუქტი დახლებზე მარტში გამოჩნდება.
დამატებით დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
კომპანია IDS ბორჯომი ბაზარზე წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია დღესდღეობით მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.