|
| 2724 |
|---|
ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში".
| ► შვეიცარიის 5-წევრიანი დელეგაცია, ქვეყნის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მარინა კარობიო გუშეტის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტად იმყოფება. ► მარინა კარობიო გუშეტი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრებ იმ ქალებს სტუმრობს, რომლებიც გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ტრენინგს გადიან. ტრენინგი მიზნად ქალთა გაძლიერებასა და ადგილობრივი ბიუჯეტირების დაგეგმვის საკითხებში მათ მეტ ჩართულობას ისახავს. დელეგაციის წევრები სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას გაესაუბრნენ და მათი საჭიროებების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს. ► ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მიერ ფინანსდება. |

29-10-2019
წყარო: UN Women Georgia
|
20-10-2023 ჟურნალისტური პრემია “შუქი“ |
|---|
|
02-04-2019 ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება |
|
16-11-2022 საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება |
|
11-04-2019 აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს |