|
462 |
---|
დაიწყო ევროკავშირის პროგრამა, Culture Moves Europe და პირველი კონკურსი ინდივიდუალური მობილობისთვის
10 ოქტომბერს ევროკომისიამ პროგრამა Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) დაიწყო. ესაა ახალი მობილობის სქემა ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის. პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, ინდივიდუალური მობილობის პირველი კონკურსიც გამოცხადდა. ინდივიდუალური მობილობის პირველ კონკურსში ჩართვა შეუძლიათ ისეთ სფეროებში მომუშავე ხელოვანებსა და კულტურის სფეროს სპეციალისტებს, როგორებიცაა არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, დიზაინი, მოდა, ლიტერატურული თარგმანი, მუსიკა და ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნება. ინდივიდუალური მობილობის კონკურსები ყოველწლიურად, შემოდგომიდან გაზაფხულამდე გამოცხადდება, კანდიდატებს კი ჟიური ყოველთვიურად შეაფასებს. მობილობის გრანტი მოიცავს ორივე მიმართულებით მგზავრობის საფასურს (350-იდან 700 ევრომდე თანხა, რომლის ზუსტი მოცულობაც სამგზავრო მანძილით განისაზღვრება) და დღიურ 75 ევროს საცხოვრებელი და საარსებო ხარჯებისთვის. გარდა ამისა, პროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე დანამატი — მათ შორის ვიზის შესაძენი თანხა ან საოჯახო ხარჯი ხელოვანებისთვის, რომლებსაც 10 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ. ის უკრაინელი ხელოვანები კი, რომლებსაც ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ, ვირტუალური მობილობის კონკურსში ჩაერთვებიან. ამ შემთხვევაში გამარჯვებული კანდიდატები დღიურად 35 ევროს მიიღებენ. „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში ორგანიზებული პროგრამა, Culture Moves Europe, სამწლიან პერიოდში (2022-2025 წლებში) 21 მილიონი ევროთი დაფინანსდება. ამ გზით ის გახდება ევროპის უდიდესი მობილობის სქემა ხელოვნების და კულტურის სფეროს სპეციალისტებისთვის. მისი ბენეფიციარები „შემოქმედებით ევროპის“ ქვეყნები (მათ შორის საქართველო, სომხეთი და უკრაინა) იქნებიან. პროგრამას, ევროკომისიის სახელით, გოეთეს ინსტიტუტი განახორციელებს. ის ორ საქმიანობას — ინდივიდუალურ მობილობას და რეზიდენტურას მოიცავს. მობილობის გრანტები კულტურის და ხელოვნების სფეროს 7000-მდე წარმომადგენელს მისცემს საზღვარგარეთ — ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ გამგზავრების საშუალებას. 2023 წლიდან კი ისინი ასევე სარეზიდენტო პროგრამებში ჩართვას შეძლებენ ან ხელოვნების და კულტურის მუშაკებს უმასპინძლებენ.
წყარო: EUNEIGHBOURS east |
14-10-2022
წყარო: Culture Moves Europe
05-07-2019 შეხვედრები „პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში |
---|
26-10-2022 სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საფრანგეთში |
04-04-2019 ვორქშოპი ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია |
25-04-2019 Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს |