|
638 |
---|
გრანტები სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე გუნდებისთვის
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი სახელმწიფოთაშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამა აცხადებს კონკურსს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მომუშავე პროფესიონალების და/ან საინფორმაციო სააგენტოებისთვის, მათ შორის საქართველოდან და უკრაინიდან. საკონკურსო განაცხადების შესატანად რამდენიმე საბოლოო თარიღია განსაზღვრული. მინიმუმ ორი პროფესიონალი ჟურნალისტისგან შემდგარ გუნდებს და/ან (ადგილობრივ) საინფორმაციო სააგენტოებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც ეხება და უკავშირდება ევროპას. თითოეული კონკურსისთვის გათვალისწინებული მთლიანი თანხა, რომელიც განაწილდება ყველა მხარდაჭერილ გამოძიებაზე, დაახლოებით 100,000 ევრო იქნება. გრანტით შეიძლება ანაზღაურდეს სამუშაო დრო და ხარჯები, მაგ. ლოგისტიკა, მგზავრობა. დაზღვევა, იურიდიული მხარდაჭერა, თარგმანები, ტექნოლოგიებზე წვდომა, მონაცემთა პაკეტები და ა. შ. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, გუნდებს ასევე შეუძლიათ განაცხადის შეტანა მენტორის – გამოცდილი პროფესიონალის მხარდაჭერაზე, რომელიც სპეციალიზებულია ჟურნალისტური გამოძიების საკითხებში, ან აქვს ამა თუ იმ კონკრეტული უნარებისთვის საჭირო კვალიფიკაცია. საგრანტო პროგრამისთვის განაცხადების შეტანის ექვსი რაუნდია გათვალისწინებული ორწლიანი პერიოდის განმავლობაში (2022-2023). განაცხადების შეტანის პირველი საბოლოო თარიღია 2022 წლის 7 ივლისი. განაცხადების შეტანის მომდევნო საბოლოო თარიღებია 2022 წლის 8 სექტემბერი, 2022 წლის 10 ნოემბერი, 2023 წლის 12 იანვარი, 2023 წლის 16 მარტი და 2023 წლის 25 მაისი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:ნოემბერი 10, 2022
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |
14-10-2022
წყარო: Journalismfund.eu
07-05-2019 ცქიტიშვილი: ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ივლისში დასრულდება |
---|
22-03-2019 ნათია თურნავა: „„ხელედულა ჰესის" პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს" |
03-06-2019 საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება |
25-06-2019 შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ |