ქართული ებრაული სასაფლაოების ფოტოგრაფიის კონკურსი
ნავიგატორი
931


ქართული ებრაული სასაფლაოების ფოტოგრაფიის კონკურსი

თუ სწავლობთ ფოტოგრაფიას უნივერსიტეტსა ან კოლეჯში  გაქვთ შესაძლებლობა ქართული ებრაული სასაფლაოების ფოტოგრაფიის კონკურსში მონაწილეობის.

საპრიზო ფონდია  €1.000 ღირებულების ვიდეო/კამერის აღჭურვილობა. 

 

აღნიშნული კონკურსი ღიაა ყველა სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოში რეგისტრირებულ რომელიმე უნივერსიტეტსა ან/და კოლეჯში. ეს არის შანსი, რათა გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითობა ერთ ან რამდენიმე ებრაულ სასაფლაოზე და წარმოგვიდგინოთ ამ ადგილების თქვენეული ინტერპრეტაცია. იდიშზე სასაფლაო არის: Bais Oylem, რაც მსოფლიოს სახლს ნიშნავს.

 

საკმაოდ ბევრი ებრაული სასაფლაო (სინამდვილეში უმეტესობა) ცუდ პირობებშია. მათზე მრავლდება სარეველები, სურო და იზრდება ხეები. ბევრი საერთოდ უარყოფილია. მაგრამ ერთმანეთის საპირისპიროდ დაყრდნობილ ქვებზე ამოტვიფრულ ნამუშევრებში არის ტკივილიც და სილამაზეც, რომელიც ნანგრევებსა და ცერემონიულ სვეტებს შორისაა მოქცეული.

 

რა უნდა გააკეთოთ თქვენი კამერით, რათა პატივი მიაგოთ ებრაულ სასაფლაოებს?

 

იქნება ეს პირდაპირ დოკუმენტური თუ მხატვრული ინტერპრეტაცია, ჩვენ გვსურს, რომ ვნახოთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ. თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შავ-თეთრი, ფერადი, ან ინფრაწითელი ფერები. გამოიყენეთ „თევზის-თვალი“, ტელე-ფოტო ან ნორმალური ლინზები, ციფრული, ფილმის, პოლაროიდის ან ვიწრო-ლინზიანი კამერა. რადგანაც ეს პროგრამა მოქმედებს 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, თქვენ შეგიძლიათ ერთი და იმავე სასაფლაოს გადაღება ზაფხულში, შემოდგომით და ზამთარში.

 

საკონკურსო ჟიური, რომელიც შედგება სამი პროფესიონალი ფოტოგრაფისა და კურატორებისგან შეაფასებენ თქვენს ნამუშევარს, და ჩვენ გამარჯვებულ ნამუშევრებს ონლაინ გამოვაქვეყნებთ. ამასთანავე, ათ საუკეთესო ნამუშევარს დავბეჭდავთ და ვაჩვენებთ რამდენიმე ქვეყნის პრესიჟულ ადგილას.

მთავარი პრიზი: €1.000 ღირებულების ვაუჩერი ვიდეო-კამერის აღჭურვილობისთვის. მეორე ადგილი: €600, მესამე ადგილი: €400.

დაინტერესდით? შეიტყვეთ მეტი წესების, პირობებისა და განაცხადის შემოტანის შესახებ აქ: https://www.jewishcemeteries.eu/competitions/jewish-cemeteries-photography-competition-for-university-students/

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

23-12-2022

წყარო: Protecting the Jewish Cemeteries

07-05-2019

პროგრამა რაჭის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის

04-04-2019

საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

15-03-2019

50-ლარიანი დახმარებით 146 000 ბავშვი ისარგებლებს

10-05-2019

თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს

10-05-2019

თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და ექსპერტს შეუძლია, შემოგვიერთდეს

07-05-2019

პროგრამა რაჭის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის განვითარებისთვის

04-04-2019

საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

15-03-2019

50-ლარიანი დახმარებით 146 000 ბავშვი ისარგებლებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ