|
| 822 |
|---|
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტურ კონკურსს აცხადებს
| CENN ევროკავშირის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” ფარგლებში, აცხადებს სტუდენტურ კონკურსს კლიმატის ცვლილების თემის გარშემო სტატიების მომზადებაზე. კონკურსის მიზანი აკადემიის სფეროში კლიმატის ცვლილების საკითებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში მეცნიერული მიმართულების წახალისებაა. მონაწილეების მიერ შექმნილი სტატიები უნდა აშუქებდნენ კლიმატის გლობალური ცვლილების მიერ გამოწვეულ შედეგებსა და რისკებს საქართველოსთან მიმართებაში და უნდა ეყრდნობოდნენ ჩატარებულ სამაგიდო კვლევას, კლიმატის ცვლილების თემატიკაზე უახლესი სტატიების მიმოხილვასა და ანალიზს. შესაძლო თემების ჩამონათვალი
სტატიის ფორმატი და კრიტერიუმები იხილეთ დანართ 1-ში. კონკურსის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ატვირთონ სტატია 2023 წლის 30 აპრილამდე, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/jrzCQtjYLspF4Ssj7 მონაწილეების შეფასების ეტაპები:
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.
წყარო: http://www.cenn.org/ |

15-02-2023
წყარო: CENN
|
15-04-2019 გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები |
|---|
|
08-04-2019 BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან |
|
30-05-2019 თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს |
|
05-04-2019 პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა |