|
| 749 |
|---|
EU4IM აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს
| „ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის“ (EU4IM) საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამბების შექმნის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის კონკურსს აცხადებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედიებში დამოუკიდებლად მომუშავე გუნდებს თუ ინდივიდებს, რომლებსაც მწვავე, მაღალი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე, თუმცა კი დღემდე გაუშუქებელ თემებზე ამბების მომზადება სურთ. კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მომუშავე სარედაქციო დამოუკიდებლობის მქონე გუნდებს და ჟურნალისტებსაც შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვან თემაზე მასალის შექმნის იდეა და სურდეთ მულტიმედიური ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამბის თხრობის ახალი უნარების სწავლა. ევროკავშირის მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებმა უნდა აჩვენონ, რომ მათი მიზანი საზოგადოებრივ ინტერესს დააკმაყოფილებს. მათ, ამასთან, უნდა წარმოაჩინონ მულტიმედიური ამბის თხრობის ამბიცია და რეალისტური ბიუჯეტი. უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტებს, რომლებიც ახალი ფორმატებით ექსპერიმენტირებისთვის მზაობას გამოავლენენ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 26 მარტი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:მარტი 26, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

01-03-2023
წყარო: ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის
|
23-12-2022 Master in Professional IT Business and Digitalization |
|---|
|
29-05-2019 ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება |
|
10-04-2019 ქართულმა სტარტაპმა სამსახურში ძაღლი აიყვანა |
|
01-04-2019 გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა... |