|
| 1175 |
|---|
უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა
| "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", პარტნიორ ორგანიზაციებთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)" და "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - საქართველო (CRRC – Georgia)" ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით".
პროექტის ფარგლებში, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ქმნის "უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლას", რომლის მიზანია აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიაწოდოს მონაწილეებს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესზე, სექტორში გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ, გააცნოს მათ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის კონცეფცია და მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, რომლებიც განაპირობებს უწყებების ანგარიშვალდებულებას.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო აქტივისტებს, რეგიონული და სათემო ორგანიზაციების წევრებს, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს, რეგიონული და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ბაკალავრის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი. კონკურსის წესი: 2-ეტაპიანი, განაცხადების მიღება და წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
|

18-04-2023
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
|
08-04-2019 ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია |
|---|
|
11-04-2019 რატომ გაძვირდა კარტოფილი? |
|
21-03-2019 გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით |
|
18-10-2019 აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება |