|
| 777 |
|---|
კონკურსი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეებისათვის
| კონკურსის პარტნიორი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO Georgia წლევანდელი კონკურის მონაწილე ეკოკლუბებს გთავაზობთ კონკურსს, რომელიც ფუტკრებს და მათ მნიშვნელობას შეეხება. გაიცანით მეფუტკრეები, დააკვირდით მათ მუშაობას, დაუსვით კითხვები; ეწვიეთ საფუტკრე მეურნეობებს მომზადებული და მეფუტკრეების მითითებითა და წესების დაცვით, დააკვირდით ფუტკრების ქცევას; თუ შესაძლებელი იქნება, თქვენი მოკვლევის პერიოდში გადაიღეთ ფოტოები, ჩაინიშნეთ ინფორმაცია და შემდეგ მოგვიყევით, რა ისწავლეთ. ინფორმაციის მოძიებისთვის, სასკოლო თუ სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, უშუალოდ ეწვიოთ თქვენთან ახლოს მდებარე საფუტკრე მეურნეობებს და გაესაუბროთ ფერმერებს. დეტალური ინფორმაცია მოცემულია აქ… კონკურსის ფინალში NAITS-ი გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც დააჯილდოვებს საჩუქრებით. NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. 2023 წლიდან ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) უკვე სავალდებულოა საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციაც. NAITS-ი ელექტრონული სისტემაა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას იმ შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა აღრიცხვა და რეგისტრაციაც კანონით სავალდებულოა. ელექტრონულ სისტემაში თავმოყრილია ინფორმაცია ცხოველების ადგილსამყოფელის, მათი მფლობელების ან მათზე პასუხისმგებელი პირების შესახებ, ასევე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე - მაგალითად, აცრილები არიან თუ არა, ან როდის მიიღეს ესა თუ ის ანტიბიოტიკი. ვიდრე საფუტკრე მეურნეობებს ეწვევით, გაითვალისწინეთ, რომ ფუტკრის ნაკბენი შესაძლოა თქვენთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული ხართ.
წყარო: CSO Georgia |

25-04-2023
წყარო: CENN
|
16-05-2019 ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ |
|---|
|
25-07-2019 საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის |
|
27-03-2023 ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს. |
|
30-05-2019 „მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს" |