|
| 1085 |
|---|
კონკურსი – სამოქალაქო აქტივიზმი ხელვაჩაურში
| თუ ხართ ახალგაზრდა, ცხოვრობთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და გსურთ ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად და გამოწვევების დასაძლევად დაგეგმოთ და განახორციელოთ რაიმე სახის სამოქალაქო ინიციატივა/მოძრაობა (საინფორმაციო კამპანია, ვიდეო-რგოლები, სოციალური მედია კამპანია, თანატოლგანმანათლებლობა, ადვოკატირება ან სხვა), რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს საცხოვრებელ თემში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და თემის გაერთიანებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა! კონკურსის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს, რომლის წევრთა რაოდენობა არ აღემატება სამს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ განხორციელებული აქტივობების ანგარიში/საკონკურსო განაცხადი (განაცხადის ფორმა), არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა, შემდეგ მისამართზე: k.gurgenidze@civilin.org გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ჟიური, რომელიც თქვენ მიერ წარმოდგენილ განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: o რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობები კონკურსის მიზანს; გამარჯვებულ კონკურსანტებს, რომლებიც ჟიურის მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ გადაეცემათ პრიზები და სერთიფიკატები. კონკურსი ტარდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ – ფარგლებში, გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. საკონტაქტო პირი:
|

25-04-2023
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
|
15-02-2019 ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა |
|---|
|
01-05-2019 დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო |
|
16-12-2019 ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით |
|
15-04-2019 სოლსბერი ბრიტანეთის საუკეთესო ქალაქად დასახელდა |