პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად
ნავიგატორი
1000


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ცხადდება კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მოსაპოვებლად

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში შემდეგ შვიდ კატეგორიაში გაიცემა:

  1. საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  4. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  6. ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  7. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში;

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.

პირველ 7 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი, პროფესიული მივლინებით, ერთი თვით გაემგზავრება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის “ სათაო ოფისში, ლონდონში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში
თამარ მიქაძე, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი
ნინო გერზმავა, nino@iwpr.net

ინფორმაცია პრიზის შესახებ

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.  ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.

 


 

წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის

11-05-2023

წყარო: ევროკავშირი

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

10-04-2019

Burger King-ის ქსელმა მომხმარებელს რეკლამის გამო ბოდიში მოუხადა

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

10-04-2019

Burger King-ის ქსელმა მომხმარებელს რეკლამის გამო ბოდიში მოუხადა

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ