|
| 2768 |
|---|
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.
| ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. მასთან ერთად, სოფელში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. როგორც აღინიშნა, წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხირსაში 12 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებელ პროექტებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიც დააფინანსებს. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას მათთან მუდმივ კომუნიკაციასა და პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდნენ. |

01-03-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
|
29-03-2019 2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია |
|---|
|
30-05-2019 ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა |
|
30-05-2019 კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს |
|
21-03-2019 თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ |