საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
ნავიგატორი
2058


საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business” მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა კი სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით იმყოფება. დელეგაციას ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობს.

06-03-2019

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

13-06-2019

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს

07-05-2019

ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა

30-05-2019

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა

30-05-2019

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

13-06-2019

საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს

07-05-2019

ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ