|
| 2165 |
|---|
საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია
| მეათე წელია, ნინო ბუნტური სკოლაში მუშაობს. გორის რაიონის სოფელ აძვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან აქვს ურთიერთობა. 2013 წელს, როცა ევროკომისიის საერთაშორისო პროექტ eTweening Plus-ში ჩაერთო, სამომავლო აქტივობებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა 7 წლის შემდეგ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. პროგრამამ, რომელშიც, როგორც თავად ყვება, ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გამო ჩაერთო, გაცილებით მრავალფეროვანი და დატვირთული გახადა როგორც მისი პედაგოგიური საქმიანობა, ისე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება: ნინო კოლეგებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობს, მისი მოსწავლეები კი - თანატოლებთან კონტაქტზე პირდაპირ სასკოლო ოთახიდან ან სულაც სახლებიდან, ონლაინ რეჟიმში გადიან, საუბრობენ და მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ პროექტებზეც ერთად მუშაობენ. კომუნიკაცია ხორციელდება TwinSpace-ს მეშვეობით, რომელიც უსაფრთხო ონლაინ სივრცეს წარმოაგენს და უზრუნველყოფილია eTweening-ის მიერ. "როგორც მასწავლებელს, პროექტი თავდაჯერებულობას მმატებს. მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან პროცესში. მოტივაციაც იზრდება, კომუნიკაციის მეტი საშუალება გვაქვს... დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს: ხშირად ხორციელდება სკაიპ ჩართვები მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესში. მე შემიძლია, მაგალითად, შევუთანხმდე იტალიის რომელიღაც სკოლას, ჩემს პარტნიორ მასწავლებელს, შევარჩიოთ ოპტიმალური დრო სკაიპ ჩართვისთვის და რეალურ რეჟიმში დაელაპარაკონ ბავშვები ერთმანეთს ამა თუ იმ თემაზე. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე ხდება და მოსწავლეები ენობრივი თავლსაზრისითაც იზრდებიან", - ამბობს ის. |

07-03-2019
წყარო: EU NEIGHBOURS
|
17-10-2019 მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა |
|---|
|
26-02-2019 თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება |
|
18-03-2019 დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“ |
|
12-07-2019 საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება |