|
| 3520 |
|---|
1-ლი აპრილიდან მთავრობა 50 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
| საქართველოს მთავრობა 2019 წლის 1-ელი აპრილიდან საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს აამოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან იწყება და 2 000 000 ლარს არ აღემატება. საკრედიტო საგარანტიო სქემის ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ბანკის მიერ განხორციელდება. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება (მათ შორის BPO), განათლება და სხვა. 2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს არ აღემატება. „საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს. |

07-03-2019
წყარო: reginfo
|
15-02-2019 ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი |
|---|
|
03-04-2023 სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები |
|
25-06-2019 მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად |
|
04-03-2019 ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა |