აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული
ნავიგატორი
1685


აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

მეწარმე ქალებს დღეს ფორუმზე უმასპინძლეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. გამოიფინა მათ მიერ დამზადებული პროდუქცია.   რეგიონში დღესითვის  100 ზე მეწარე ქალია რეგისტრირებული. რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი? 

გოგიტიძე ლეილა ახლა იმ გზას იხსენებს, რომელიც სტუდენტობიდან  დღემდე განვლო. უნდოდა განსაკუთრებული გაეკეთებინა, რაც მოტივირებულ სტუდენტებს თავიანთი ნიჭის გამოვლენაში დაეხმარებოდა. სწორედ გერმანიაში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა, არაფორმალური დუალური განათლების სისტემა ბათუმშიც შეექმნა, სადაც ნებისმიერი მსურველი სწავლასთან ერთად, პრაქტიკულ სამუშაოებსაც შეასრულებდა, ამთ კი ცოდნას გაიღრმავებდა.

არაფორმალური დუალური განათლების მიღების მიზნით მან 2016 წელს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი დააფუძნა. სასწავლო პროცესი პირველად 13 მსურველისგან შემდგარი ჯგუფით დაიწყეს. სტუდენტთა რაოდენობა წლებთან ერთად გაიზარდა. 

ახალგაზრდა მეწარმის  მსგავსად რეგიონებში 250-მდე ქალმა საკუთარი ბიზნესი დაიწყო და ამ სფეროში თავის დამკვიდრება შეძლეს. ისინი ბათუმში, ქალ-მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება მიეცათ ერთმანეთის გამოცდილებას გაცნობოდნენ, დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობებიც. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ყურადღება ბიზნესში ქალთა ჩართულობაზე გაამახვილა. ნინო ჩიქოვანმა ამ კუთხით არსებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა. 

აჭარაში, ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი მესამედ გაიმართა. რეგიონში  100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული.

09-03-2019

წყარო: Georgian Chamber of Commerce and Industry

10-04-2019

ახალი შეზღუდვების გამო 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა - TI კვლევა

29-10-2019

ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში".

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია

13-03-2019

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა

13-03-2019

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა

10-04-2019

ახალი შეზღუდვების გამო 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა - TI კვლევა

29-10-2019

ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში".

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ