|
| 1899 |
|---|
სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა
| საქსტატმა 2018 წლის IV კვარტლისა და 2018 წლის წლიური წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IVკვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4.9 მლნ აშშ დოლარიშეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (62.4%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელი მზარდია - 2016 წელს 8.4 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს 12.4 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება, 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.6 მლნ აშშ დოლარით (28.7%) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს. |

12-03-2019
წყარო: commersant.ge
|
24-04-2023 საკონსულტაციო შეხვედრა გრანტის მაძიებელთათვის |
|---|
|
31-01-2020 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას დრონების ტრენინგკურსზე, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დრონების მთავარ კომპონენტებსა და ნაწილებში, ასევე გაჩვენებთ, როგორ იქმნება და მზადდება დრონი საფრენად. |
|
10-05-2019 ცვლილება, რომელიც შესაძლოა, ავტომობილის გამონაბოლქვთან დაკავშირებით ამოქმედდეს - საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება |
|
30-03-2023 მეფუტკრეებისათვის დარგობრივი ტრენინგები დაიწყო |