|
| 1893 |
|---|
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა
| სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი (0.1 პროცენტით მეტი). „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მარტს. |

13-03-2019
წყარო: bpn
|
02-05-2019 ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო |
|---|
|
25-05-2023 საქართველოს ბანკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს |
|
06-05-2019 "ბანკი ქართუ"-ს ადმინისტრაციის განცხადება |
|
16-05-2019 ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა |