|
| 2044 |
|---|
ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება
| 15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი. ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი აკიმასა იშიკავა. ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გააცნობს. დღის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოს მთავრობის სახელით, გალა მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული. იაპონიაში ვიზიტის ფაგლებში, ასევე, დადგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონური კომპანიების: TEPCO, TOSHIBA, Konica Minolta, HITACHI-სა და MItsubish Motors წარმომადგენლებთან. |

13-03-2019
წყარო: bpn
|
24-05-2023 სტრესის მართვის კურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს |
|---|
|
23-12-2022 საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“ |
|
28-12-2022 საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია |
|
24-11-2021 სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი |