|
| 1828 |
|---|
ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში გაიზარდა
| ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ - ს სივრცეში გაიზარდა. იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება დსთ-ს სივრცეს - საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო. |

19-03-2019
წყარო: commersant.ge
|
03-05-2019 ,,აწარმოე საქართველოში“ 2018 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა |
|---|
|
27-02-2019 აღნიშნული პროექტი დაფინანსდა, СSRSG-ის თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ფინანსური მხარდამჭერი - საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის". |
|
30-05-2019 კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს |
|
12-02-2020 საქართველოდან სილიკონ ველიზე ათამდე წარმატებული ქართული სტარტაპი გაემგზავრა |