მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა
ნავიგატორი
2531


მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ვერ განხორციელდა ამ დრომდე. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ანგარიშშია მოცემული.

კერძოდ, სამსახურმა მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პროექტების არათანმიმდევრული განხორციელების შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში სააგენტოს სახსრები არაეფექტიანად დაიხარჯა.

მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ეს ვალდებულება 2018 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულებულიყო.

პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ შეისყიდა ავტომანქანები, მიკროავტობუსები, მოტოციკლები და აღჭურვა ისინი კამერებით, ასევე განახორციელა მოედნების მოწყობა, გადაამზადა გამომცდელი პერსონალი. 2017-2018 წლებში პროექტის განსახორციელებლად 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

შესაბამისად, სააგენტომ სრულყოფილად შეასრულა თავისი ვალდებულება ასოცირების შეთანხმების შესრულების მიზნით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა არ იყო მომზადებული და მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებული, ვერ იქნა მიღწეული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზანი - გამოცდის ჩატარება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მიმდინარე პერიოდში (2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით) სააგენტოს მიერ შესყიდული ზემოაღნიშნული ქონება გამოუყენებელია. საგამოცდო მანქანებს ამოეწურა 2-წლიანი საგარანტიო ვადიდან 1 წელი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ კომპანიასთან შეთანხმებით ვადა დამატებით 1 წლით გააგრძელა. რაც შეეხება საგამოცდო სისტემას, მას გარანტიის ვადა ამოეწურა, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, არსებობდა რისკი, რომ სააგენტოს დამატებითი თანხების გადახდა მოუწევდა, თუმცა სააგენტოსა და კომპანიას შორის გაფორმდა შეთანხმება საგამოცდო სისტემაზე გარანტიის ვადის 1 წლით გაგრძელების თაობაზე,“-აღნიშნულია ანგარიშში.

22-03-2019

წყარო: commersant.ge

27-05-2019

Get Erasmus+ experience!

06-09-2019

ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებას მიესალმება

29-05-2019

ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება

02-04-2019

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა

02-04-2019

ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა

27-05-2019

Get Erasmus+ experience!

06-09-2019

ლევან ვეფხვაძე ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებას მიესალმება

29-05-2019

ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ