მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას

დედამიწის საათი შაბათს, 30 მარტს, 20:30 – 21:30. მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას თავის სახლებში და ათასობით ძეგლი და ღირშესანიშნავი ნაგებობა ჩაქრება ერთი საათით. დედამიწის საათით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას პლანეტის მიმართ და ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას, დავიცვათ და გადავარჩინოთ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.
წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დედამიწის საათს გაეროს სახლიც შეუერთდება.