|
| 1704 |
|---|
აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა
| ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ოფიციალური განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პენსის თქმით, შავ სიაში ორი კომპანია და სახელმწიფო ნავთობკონცერნის 35 ტანკერი მოხვდა. მათ ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადაჰქონდათ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები ნიკოლას მადუროს „სამაშველო ჯგუფს“ შეეხო, შავ სიაში შესული კომპანიები მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან. ვაშინგტონის შეფასებით, კარაკასსა და ჰავანას შორის ბარტერული სისტემა ჩამოყალიბდა. ნავთობის სანაცვლოდ, კუბა ვენესუელაში პოლიტიკურ ექსპერტებს, მედიკოსებს, სამხედრო მოსამსახურეებს და დაზვერვის წარმომადგენლებს აგზავნის. ისინი კი, ნიკოლას მადუროს ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის წინააღმდეგ გაფართოებული შეზღუდვები მანამდე ვენესუელის ოქროსმომპოვებელ სექტორს შეეხო. ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
03-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას |
|---|
|
25-06-2019 ლარმა გაუფასურების ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა |
|
12-08-2022 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო! |
|
26-03-2019 "ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს" |