|
| 1917 |
|---|
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა
| მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. „პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდა 4.6%-მდე შემცირდება 2019 წელს, ვინაიდან საგარეო მოთხოვნა სუსტდება და საქართველოს ეროვნული ბანკი ამკაცრებს ზომებს, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში. მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ პროგნოზით, ზრდა 5%-ს 2021 წლისთვის მიაღწევს. „საბანკო სექტორში დაწესებული ახალი რეგულაციები შეანელებს დაკრედიტებას და კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნას, თუმცა გააძლიერებს საფინანსო სექტორს და მის შესაძლებლობას მდგრადად დაუჭიროს მხარი ეკონომიკას“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის ავტორების მიხედვით, ინფლაცია დაბალი დარჩება, რაც განპირობებულია სანდო მონეტარული პოლიტიკით. |

08-04-2019
წყარო: bpn.ge
|
26-12-2022 მხატვრული ნამუშევრების კონკურსი ფემიციდის თემაზე |
|---|
|
05-04-2019 ივანე მაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება |
|
23-11-2022 პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ |
|
02-05-2019 დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა |