|
| 1877 |
|---|
ჰარი პოტერის მუზეუმში „გრინგოტსის“ ბანკი გაიხსნა
| სტუდია Warner Bros.-ის პავილიონში, ქალაქ ლივსდენში ჯადოსნური ბანკი „გრინგოტსი“ გაიხსნა. მის შექმნაზე 18 თვე დაიხარჯა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express.co წერს. „გრინგოტსი“ „ჰარი პოტერის“ მუზეუმის მუდივი ექსპოზიცია იქნება. ის დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრია. ვიზიტორებს შეეძლებათ იხილონ ჯადოსნურ სამყაროში მცხოვრებ ლესტრეინჯების ოჯახის სეიფიც. „გრინგოტსის“ ბანკის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ისინი, ვინც „ჰარი პოტერის“ ფილმებზე მუშაობდა. „ჰარი პოტერის“ მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა. მის ექსპოზიციაში შედის „ჰოგვარტს-ექსპრესი“, დამბლდორის კაბინეტი და ჰოგვარტისის დიდი დარბაზი. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
11-07-2019 კარგი იდეების ავტორებისთვის, განაცხადის შევსების ბოლო ვადამ კიდევ 10 დღით გადაიწია |
|---|
|
23-12-2022 საუნივერსიტეტო ონლაინ კურსი – „არაძალადობრივი მოძრაობების სტრატეგიები – სამოქალაქო და სოციალური კამპანიების ანალიზი“ |
|
03-04-2019 „ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს თანხის გადარიცხვას მობილურის ნომრით, ან ელ.ფოსტით სთავაზობს |
|
20-01-2023 INTERNSHIP OPPORTUNITIES |