|
| 1856 |
|---|
2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს
| გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის ელექტროსისტემაში 2025 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი 40%-ს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან ყოველკვირეულ პოდკასტში განაცხადა, რომელიც ფედერალური მთავრობის საიტზე ყოველ შაბათს ქვეყნდება. მერკელმა განაცხადა, რომ ამჯერად გერმანიის ელექტროსისტემაში ენერგიის 38% მოდის ალტერნატიული წყაროებიდან. „უკვე 2025 წლისთვის ჩვენ მნიშმვნელოვანდ გავზრდით ამ წილს დაგეგმილ 40-45%-ს მივიღებთ განახლებადი ენერგიიდან“ - აცხადებს კანცლერი. ამავდროულად მან ხაზი გაუსვა გერმანიის ხელისუფლების მზაობას 2030 წლისთვის დასახული მიზნის მისაღწევად, რომელიც ატმოსფეროში მავნე აირების გაფრქვევის შემცირებას ითვალისწინებს. „კლიმატის დაცვა ჩვენი საქმიანობის მნიშვმნელოვანი ნაწილია, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია ეკონომიკურ პოლიტიკასთან ინოვაციების სფეროში და კვლევების მიმართულებით“ - დასძინა მერკელმა. |

15-04-2019
წყარო: bpn.ge
|
23-11-2022 „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი - რა რეგულაციები შემოდის ბიზნესისთვის? |
|---|
|
02-05-2019 2019 წელის პირველ კვარტალში 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა – როგორ ავსებს ხელისუფლება ბიუჯეტს? |
|
13-01-2023 საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს |
|
11-08-2022 სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება |