|
| 1980 |
|---|
სააღდგომოდ სპეციალისტებმა სავაჭრო ობიექტებზე კვერცხის ხარისხი შეამოწმეს
| სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. სესის ინფორმაციით, ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სარეალიზაციო ქსელში კი ასევე მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. "სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა,"- წერია განცხადებაში. 2013 წლის მაისში, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორსავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი. |

19-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
24-04-2019 ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს |
|---|
|
31-03-2019 6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში ამოქმედდება |
|
13-03-2019 2019 წლის 1 მარტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყო - ASB Georgia |
|
06-06-2019 განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019 |