|
| 1667 |
|---|
გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის
| სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ქართული ავეჯის კლასტერი, თბილისის ხელოვნების ბაზრობის TAF-ის ივენთის ფარგლებში, იწვევს პროფესიონალ პროდუქტ დიზაინერებს მიიღონ მონაწილეობა გამოფენაზე - DESIGN GEORGIA, რომელიც გაიმართება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA-ს ახალ სივრცეში, მიმდინარე წლის 15-19 მაისს. TAF - ის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში თბილისის ხელოვნების ბაზრობას 8 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი მუზეუმების წარმომადგენლები, ასევე ხელოვნებათმცოდნეები, კოლექციონერები, ხელოვნების კრიტიკოსები და დილერები. გამოფენის DESIGN GEORGIA მიზანია ქართველი პროდუქტ დიზაინერების პროდუქციის საგალერეო და საკოლექციო პროდუქტ დიზაინის, როგორც სახელოვნებო მიმართულების დამკვიდრება და განვითარება. ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის ყოველწლიური პლატფორმის შექმნა, მათი შემოქმედებითი საქმიანობის მოტივაცია და სტიმულირება.
საკონკურსო მასალის ფორმატი: ჩანახატი, ესკიზი, რენდერი, არსებული პროდუქტის ფოტო-მასალა (დამზადების ბოლო ვადა: 14 მაისი); მონაწილეთა კრიტერიუმები:
ჟიური ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
შევსებული განაცხადი გთხოვთ, გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: designgeorgia2019@gmail.com. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 30 აპრილი 18:00 საათი! დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ წერილობით ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 26 აპრილისა. შერჩეულ აპლიკანტებს პასუხი ეცნობებათ ელექტრონულად 3 მაისს. აპლიკანტების ნამუშვერებს შეაფასებს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ამ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით. |

24-04-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
25-06-2019 შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ |
|---|
|
17-02-2023 ვქმნით მეცნიერების მომავალს - საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო |
|
11-04-2019 ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს |
|
05-04-2019 ამაზონის ტყის ხალხი Amazon-ისგან სახელის დაბრუნებას ითხოვს |