Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი Tesla-ს კონკურენტი კომპანიის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების (Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

ავტოკონცერნ Ford-ის ცნობით, კომპანია და Rivian-ი ერთად შექმნიან პრინციპულად ახალ ელექტრომობილს. დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ელექტრომობილს „სკეიდბორდის“ პლატფორმა ექნება. თებერვალში Rivian-ი Amazon-ში $700 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა.

კომპანია Rivian-ი ამერიკელმა ინჟინერმა 2009 წელს შექმნა. 2018 წელს კომპანიამ წარმოადგინა ორი ელექტრომობილი. Rivian -ი ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს კონკურენტად განიხილება.