|
| 2556 |
|---|
საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება
| "საქართველოს ბანკის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ზურგის ტვინის დაზიანებათა სამკურნალოდ თანხების მობილიზებას და საქველმოქმედო მისიის განხორციელებას, რათა შევცალოთ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა, რომ ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია შევცალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ბანკის 100-მდე თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით ერთვება აღნიშნულ მარათონში",- განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ. Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. შემოწირულობის გასაზრდელად თითოეულ კილომეტრსაც მნიშვნელობა აქვს. მარათონიდან შემოსული თანხის 100% მოხმარდება კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. აღნიშნულ მარათონში გასულ წელს მონაწილეობა 200-მდე კომპანიამ მიიღო. |

05-05-2019
წყარო: on.ge
|
30-05-2019 დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია |
|---|
|
31-05-2019 ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა — ნათია თურნავა |
|
21-03-2019 დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები |
|
08-09-2022 ტრენინგი: საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით |