|
| 1950 |
|---|
ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა
| დღეს ბიტკოინის ღირებულება 6%-ით გაიზარდა და კრიპტოვალუტის ფასი 6 თვიან მაქსიმუმზეა. Reuters-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა $5 700 შეადგინა, რაც 2018 წლის 14 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავალუტო ბირჟაზე ბოლოს ბიტკოინის ფასი $5 680 იყო. მიმდინარე წელს კრიპტოვალუტიდან მოგებამ 55% შეადგინა. ფასი გაიზარდა სხვა მსხვილ კრიპტოვალუტებზე - ethereum-ზე და XRP Ripple-ზე. სავალუტო ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კრიპტოვალუტების ფასი ბიტკოინთან კორელაციაშია. აპრილის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1 საათში ბირჟებზე ვაჭრობისას 5 ათას დოლარამდე გაიზარდა, რამაც სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა გააჩინა. 2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. |

04-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
05-04-2019 საერთაშორისო გამოფენა - Automechanika Istanbul |
|---|
|
21-03-2019 Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა - ამჯერად რეკლამის გამო |
|
30-09-2019 თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება |
|
26-01-2023 EBRD საქართველოსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ჰაბებს ხსნის |